ევროტურნირები

 2019/09/08 19:35

ევროტურნირები
ნიკა სანდოხაძე საბურთალოს ფეხბურთელია
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

25 წლის ცენტრალური მცველი ნიკა სანდოხაძე, რომელიც ბოლოს ლვოვის კარპატიში თამაშობდა, საბურთალოში ჩაირიცხა.

ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

– საბურთალო საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული კლუბია. ჩემთვის დიდი პატივია დედაქალაქურ გუნდში თამაში. მიხარია, რომ შეთანხმება შედგა და თბილისური კლუბის მაისურა მოვირგე. კლუბში პროფესიონალი მწვრთნელები მუშაობენ. გუნდი ასევე კვალიფიციური ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ის, რომ საბურთალო წარმატებული კლუბია, ბოლოდროინდელი შედეგებიდანაც ჩანს,  აღნიშნა სანდოხაძემ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში.

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საბურთალოს მეტოქე სომხური არარატ-არმენიაა. პირველ შეხვედრაში, თბილისურმა კლუბმა, სტუმრად, 2-1 გაიმარჯვა. განმეორებითი შეხვედრა ოთხშაბათს, 14 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები