ნაკრებები

 2018/27/05 17:43

ნაკრებები
ნიგერიელებს რუს მეძავებთან ურთიერთობა აეკრძალათ
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

ნიგერიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, გერნოტ რორმა, ფეხბურთელებს წესები წარუდგინა, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებად უნდა დაიცვან. აღსანიშნავია, რომ აფრიკელებს რუსეთში, ადგილობრივ მეძავებთან ურთიერთობა აეკრძალათ. 

„ყველა ფეხბურთელს ექნება ცალკე ოთახი და ოჯახის წევრების ნახვა შეეძლებათ. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ სასტუმროში რუსი გოგონების მიყვანის და ეს ფეხბურთელებმაც იციან. ერთადერთი გამონაკლისი ჯონ ობი მიკელია, რომელსაც რუსი ცოლი ჰყავს“,  განაცხადა რორმა. 

შეგახსენებთ, მუნდიალი 2018 წლის 14 ივნისს იწყება და ერთი თვე გაგრძელდება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები