ეროვნული ნაკრებები

 2019/13/09 14:35

ეროვნული ნაკრებები
ნიაზ მამრიკიშვილი: მსოფლიო ჩემპიონატს დიდი იმედებით არ ველი
ავტორი
ტატო ნიკურაძე

სულ რაღაც რვა დღეში, „ამომავალი მზის ქვეყანაში“ დიდი სარაგბო ფორუმი, მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, რომელზეც საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეხუთედ მიიღებს მონაწილეობას. „ბორჯღალოსნები“ იაპონიაში საკმაოდ გაახალგაზრდავებული შემადგენლობით არიან ჩასულნი და ჯგუფურ ეტაპზე მინიმუმ, ორი თამაშის მოგებას შეეცდებიან. 

ტურნირის დაწყებამდე ჩვენ საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელს, სპორტულ კომენტატორ ნიაზ მამრიკიშვილს დავუკავშირდით და მასთან მცირე ინტერვიუ ჩავწერეთ, იმის შესახებ, თუ რა მოლოდინები აქვს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისგან. 

– სიმართლე გითხრათ, იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მორაგბეებისგან განსაკუთრებულს არაფერს ველი. ძალიან გაახალგაზრდავებული შემადგენლობით ვართ იაპონიაში ჩასულები და მსგავს ტურნირებზე სათამაშო გამოცდილება და კლასი ძალიან ბევრს ნიშნავს. თან ბოლო ტესტ მატჩებში ჩვენი გუნდის არცთუ დამაჯერებელი თამაშიც სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებდა. 

ვფიქრობ, ეს გუნდი თავის რეალურ შესაძლებლობებს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გვაჩვენებს. იმედია, ახალი მწვრთნელიც კვალიფიციური იქნება. 

რაც შეეხება იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის შანსებს. ავტრალიასა და უელსთან აშკარა აუტსაიდერები ვართ.  „ბორჯღალოსნების“ რეალური ძალა ურუგვაისთან გამოჩნდება, რომელიც საკმაოდ მზარდი და პროგრესირებადი გუნდია. 

არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ პირადად ჩემთვის, ძალიან გასაკვირია კარლენ ასეიშვილის განაცხადს მიღმა დატოვება. 

შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე  D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურგვაი იქნებიან. 

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე .



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები