საფრანგეთი

 2019/27/08 16:30

საფრანგეთი
ნეიმარმა ლეონარდოს სურვილი გაუმხილა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ბარსელონა ნეიმარის დაბრუნებას უშედეგოდ ცდილობს. როგორც ცნობილი გახდა, თავად ფეხბურთელმა პარი სენ-ჟერმენის სპორტულ დირექტორს, ლეონადროს, სურვილი გაუმხილა და უთხრა, რომ კატალონიაში დაბრუნება უნდა.

თავად ფეხბურთელმა იცის, ბარსელონა ახალი შეთავაზებისთვის ემზადებოდა და მიაჩნია, რომ მისი სატრანსფერო საგის დასასრული ახლოვდება. ბრაზილიელს კლუბში დაბრუნება სურს და არა რეალში ან იუვენტუსში გადასვლა.

ახალი შეთავაზების წარსადგენად, ესპანური კლუბის დელეგაცია საფრანგეთში უკვე ჩაფრინდა. ისინი ნასერ ელ-ხელაიფისთვის და ლეონარდოსთვის 170 მილიონთან ერთად, უსმან დემბელეს დათმობასაც აპირებენ. ფრანგული მედიის ცნობით, პარიზელებს ტრანსფერში ნელსონ სემედუს ჩართვაც სურთ, მაგრამ თავად ფეხბურთელი უარზეა.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 6 დღე რჩება და კატალონიელები ისევ გააქტიურდნენ, ხოლო რეალი და იუვენტუსი საკუთარ შანსებს ელოდებიან. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები