ესპანეთი

 2019/04/07 20:22

ესპანეთი
ნეიმარის დასამატებლად, ბარსელონას მორიგი პრობლემა შეექმნა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ბარსელონა ნეიმარის დასაბრუნებლად იბრძვის, მაგრამ ეს ტრანსფერი სხვადასხვა გარემოების გამო, უფრო ჭიანურდება. ერთ-ერთი მათგანი არაევროპელი მოთამაშეების ლიმიტია.

ნეიმარს მხოლოდ ბრაზილიის პასპორტი აქვს. 2017 წელს ესპანეთის მოქალაქეობის მიღებასთან ახლოს იყო, მაგრამ პარი სენ-ჟერმენში გადასვლამ ეს პროცესი შეაჩერა.

თითოეულ გუნდში 3-ზე მეტი არაევროპელი მოთამაშე არ უნდა იყოს, ხოლო ბარსელონას რიგებში სამი არაევროპელია – არტური, არტურო ვიდალი და მალკომი. შესაბამისად, ნეიმარის მისვლის შემთხვევაში, რომელიმე მათგანმა კლუბი უნდა დატოვოს. 

კლუბის შეცვლასთან ახლოს მალკომია, რომელსაც გასულ სეზონში საკმარისი სათამაშო დრო არ ჰქონდა. არტური და არტურო ვიდალი კი ერნესტო ვალვერდეს შემადგენლობის ერთ-ერთი საჭირო წევრები არიან.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები