საფრანგეთი

 2019/16/09 10:49

საფრანგეთი
ნეიმარი: წასვლისთვის ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ პსჟ-მ არ გამიშვა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

გარკვეული პაუზის შემდეგ, ნეიმარი პარი სენ-ჟერმენის ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა და პირველსავე შეხვედრაში გაიბრწყინა. ბრაზილიელმა 91-ე წუთზე ეფექტური გოლით საკუთარ გუნდს მოაგებინა.

ამის მიუხედავად, კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით, კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა:

ყველამ იცის, რომ წასვლა მინდოდა. დეტალების თქმას არ ვაპირებ, რადგან არ მსურს, ვინმეზე გავლენა მოახდინოს.

თუმცა, ისევ პსჟ-ს ფეხბურთელი ვარ და ჩემი ინტერესი თამაშია. ჩემი სურვილები კლუბისკენაა მიმართული. 

ყოველთვის ვამბობდი, რომ კლუბისა და ფანების მიმართ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პირადი მიზეზები მქონდა და მათთვის ყველაფერი გავაკეთე. სამწუხაროდ, წასვლის უფლება არ მომცეს. ყველაფერმა ჩაირა. ეს იქნება პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ. ახლა მხოლოდ პსჟ-ზე ვფიქრობ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები