საფრანგეთი

 2018/17/10 22:09

საფრანგეთი
ნეიმარ ჟუნიორის უძილო ღამეები...
ავტორი
გოგა წურწუმია

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პსჟ-ს შემტევს, ნეიმარ ჟუნიორს, ბარსელონაში დაბრუნება უნდა. წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ტალანტი „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელებს ბევრჯერ შეხვდა და „კამპ ნოუზე“ დაბრუნების სურვილი გამოთქვა. 

ესპანურ ჭორებს თუ დავუჯერებთ, სამხრეთამერიკელი უკმაყოფილოა „პარკ დე ფრანსზე“ არსებული სიტუაციით და ღამეები არ სძინავს. მან კარგად იცის, რომ ბოლო პერიოდში, კილიან მბაპემ დაჩრდილა. 

ადრე დაიწერა, რომ მისი სამსახურით რეალია დაინტერესებული, თუმცა, მადრიდულმა კლუბმა ეს ინფორმაცია უარყო. ნეიმარი ბარსას რიგებში 2013-2017 წლებში ასპარეზობდა. მან კლუბის მაისურით 123 შეხვედრა ჩაატარა და 68 გოლი გაიტანა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები