NBA

 2019/15/02 16:02

NBA
NBA 2018-2019: განვლილი შეხვედრების შეჯამება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

NBA-ში ყველა ვარსკვლავის შეხვედრისთვის ემზადებიან, შესაბამისად, რეგულარული გათამაშებაც მცირე დროით შეჩერებულია. 

განვლილი შეხვედრების განმავლობაში, არიან ისეთი გუნდებიც, რომელთაც 59 თამაში მოასწრეს, ხოლო ჰითს და პისტონსს ყველაზე ნაკლები, 56-56 მატჩი მოუგროვდათ.

წარმოგიდგენთ ჩატარებული შეხვედრების შეჯამებას:

სეზონის დაწყების წინ, კარიერა რამდენიმე ცნობილმა მოთამაშემ დაასრულა: მანუ ჯინობილი, ბორის დიაო, დევიდ ვესტი, როი ჰიბერტი, რიჩარდ ჯეფერსონი, მო უილიამსი და ნიკ კოლისონი.

რაც შეეხება, უშუალოდ კონფერენციებს. დასავლეთში გოლდენ სტეიტ უორიორსი (41-16) ლიდერობს. შემდეგ საფლეიოფო პოზიციებს დენვერ ნაგეთსი (39-18), ოკლაჰომა სითი თანდერი (37-20), პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი (34-23), ჰიუსტონ როკეტსი (33-24), იუტა ჯაზი (32-25), სან ანტონიო სპურსი (33-26) და ლოს ანჯელეს კლიპერსი (32-27) ინაწილებენ.

აღმოსავლეთში საუკეთესო მილუოკი ბაქსია – 43-14. შემდეგ 7 საფეხურზე ტორონტო რეპტორსი (43-16), ინდიანა პეისერსი (38-20), ბოსტონ სელტიკსი (37-21), ფილადელფია სევენთი სიქსერსი (37-21), ბრუკლინ ნეთსი (30-29), შარლოტ ჰორნეთსი (27-30) და დეტროიტ პისტონსი (26-30) არიან.

 

ინდივიდუალური საშუალო სტატისტიკა

ქულები 36.6 – ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონ როკეტსი).

მოხსნები – 14.9 – ანდრე დრამონდი (დეტროიტ პისტონსი).

პასები – 11.1 – რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა სითი თანდერი).

ჩაჭრები – 2.31 – პოლ ჯორჯი (ოკლაჰომა სითი თანდერი).

ბლოკები – 2.75 – მაილს თარნერი (ინდიანა პეისერსი).

სათამაშო დრო – 37.4  – ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონ როკეტსი).

ორმაგი დუბლი – 45 – რუდი გობერი (იუტა ჯაზი).

სამმაგი დუბლი – 22 – რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა სითი თანდერი).

 

საუკეთესო ინდივიდუალური მაჩვენებლები 

ქულები – 61  ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონ როკეტსი).

მოხსნები – 27  კარლ-ენტონი თაუნსი (მინესოტა ტიმბერვულვზი).

პასები – 24  რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა სითი თანდერი).

ჩაჭრები – 8  კაირი ირვინგი (ბოსტონ სელტიკსი).

ბლოკები – 9  მიჩელ რობინსონი (ნიუ იორკ ნიქსი), ჰასან უაითსაიდი (მაიამი ჰითი).

სამქულიანები – 14  კლეი ტომპსონი (გოლდენ სტეიტ უორიორსი).

 

გუნდური საშუალო სტატისტიკა 

ქულები – 118.8  გოლდენ სტეიტ უორიორსი.

მოხსნები – 49.0  მოლუოკი ბაქსი.

პასები – 29.1  გოლდენ სტეიტ უორიორსი.

ჩაჭრები – 10.2  ოკლაჰომა სითი თანდერი.

ბლოკები – 6.3  გოლდენ სტეიტ უორიორსი.

სროლების % – 49.0% – გოლდენ სტეიტ უორიორსი.

საჯარიმოების % – 82.1% – გოლდენ სტეიტ უორიორსი.

სამქულიანების %40.9% – სან ანტონიო სპურსი.

 

ყველაზე მეტჯერ (6), აღმოსავლეთ კონფერენციის კვირის საუკეთესო მოთამაშე იანის ანტეტოკუმპო გახდა. მას დასავლეთიდან 3-3 ჯილდოთი ჯეიმს ჰარდენი, ნიკოლა იოკიჩი და პოლ ჯორჯი მოჰყვებიან.

ამასთან, ბერძენი ფორვარდი თვის საუკეთესო მოთამაშე 2-ჯერ გახდა. ხოლო იანვარში საუკეთესოდ ჯოელ ემბიდი ცნეს. დასავლეთ კონფერენციაში 2 ჯილდოთი ჯეიმს ჰარდენი ლიდერობს, ერთი კი, ტობიას ჰარისს ეკუთვნის.

ახალწვეულების მხრივ, დასავლეთ კონფერენციაში ლუკა დონჩიჩი უკონკურენტოა. მავერიქსის მოთამაშემ ჯილდო სამივე თვეს მოიგო, ხოლო აღმოსავლეთში ტრეი იანგი (2) და კევინ კოქსი (1) გამოარჩიეს. 

მწვრთნელებში სრულად განსხვავებული ვითარებაა. ორივე კონფერენციას სამივე თვეში სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავს. აღმოსავლეთში ნიკ ნარსი (რეპტორსი), ნეით მაკმილანი (პეისერსი) და მაიკ ბუდენჰოლზერი (ბაქსი). დასავლეთში დოკ რივერსი (კლიპერსი), მაიკ დ'ანტონი (როკეტსი) და სტივ კერი (უორიორსი) გამოარჩიეს. 

2018-19 წლების სეზონი 10 აპრილს დასრულდება, ხოლო ფლეი-ოფები 13 აპრილს დაიწყება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები