იტალია

 2018/06/05 03:43

იტალია
ნაპოლის პრეზიდენტი ალაპარაკდა
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

 ნაპოლის პრეზიდენტმა La gazzetta dello sport-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ნეაპოლელებს სეზონის ბოლომდე მისაყვანად ენერგია არ ეყოთ. 

„ყველამ კარგად იცის, რომ ნაპოლიმ სეზონი ნაადრევად დაიწყო, რადგან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გვქონდა სათამაშო. შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელები გადაიღალნენ. მთელი წელი, რამდენიმე ფრონტზე უწევდათ ბრძოლა. 

სეზონის ბოლოს ვითარება დაიძაბა. მიკვირს, რატომ გაცვალა სპალეტიმ იკარდი, რადგან ამის გამო დაისაჯა და შეხვედრა 2:3 წააგო. იუვენტუსს არაფერი მოუპარავს, მათ შრომის, კლასისა და გამოცდილების ხარჯზე მიზანს თითქმის მიაღწიეს“, - განაცხადა აურელიო დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, სერია ა-ში ჯერ კიდევ დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს სკუდეტოს მოსაპოვებლად - „სან პაოლოს“ ბინადრებსა და ტურინელებს შორის სხვაობა 4 ქულაა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები