იტალია

 2018/16/08 00:02

იტალია
ნაპოლი ოსპინას გაფორმებასთან ახლოსაა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

როგორც ჩანს, არსენალის მეკარე, დავიდ ოსპინა, ნაპოლიში გააგრძელებს კარიერას. კოლუმბიელი სამედიცინო შემოწმების გასავლელად, იტალიაში ჩავიდა.

იტალიელებს ახალი მეკარის შეძენა, ალექს მერეტის ტრავმის გამო სურთ, ვინც ვარჯიშზე მკლავი მოიტეხა. 

ოსპინა ნაპოლიში განათხოვრების წესით ითამაშებს და წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, მას დარჩენის შესაძლებლობაც ექნება.

29 წლის მეკარემ, მუნდიალზე, კოლუმბიის ოთხივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მისი გუნდი, ინგლისთან, პენალტების სერიაში დამარცხდა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები



Error
Whoops, looks like something went wrong.