მსოფლიო ჩემპიონატი 2018

 2018/01/08 19:11

მსოფლიო ჩემპიონატი 2018
ნაკრებებმა მუნდიალზე სოლიდური თანხა გამოიმუშავეს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ფრანგებმა ხორვატია მუნდიალის ფინალში დაამარცხეს. რაც ნიშნავს, რომ მათ 38 მილიონი დოლარი ერგოთ. ხორვატებს – 28 მილიონი.

2017 წელს, FIFA-მ დაანონსა, რომ მუნდიალისთვის 791 მილიონი დოლარი დაიხარჯებოდა, ეს კი, 40%-ით მეტია, 2014 წელს დახარჯულთან შედარებით. ამ თანხიდან, 400 მილიონი დოლარი ნაკრებებზე გადანაწილდებოდა, რაც ასევე 12%-ით აღემატებოდა ძველს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საფრანგეთმა, მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, ყველაზე დიდი თანხა მიიღო. 

1982 წლიდან მოყოლებული, ასეთი გახლავთ საპრიზო თანხის რაოდენობა:

Time-ის მიხედვით, საპრიზო თანხა თითოეული ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას ჩაერიცხა, რომლებიც შემდეგ განსაზღვრავენ როგორ გადანაწილდება მოგება და რა რაოდენობის თანხას მიიღებს თითოეული მოთამაშე.

რა თქმა უნდა, მარტო საფრანგეთსა და ხორვატიას არ მიუღიათ თანხა. ყველა ნაკრებმა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, მინიმუმ 8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ასევე, 1,5 მილიონი დოლარი, როგორც მოსამზადებელი ხარჯები.

ჯამში, თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა:

8 მლნ. დოლარი – საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ირანი, მაროკო, ნიგერია, ისლანდია, ავსტრალია, პერუ, სერბეთი, კოსტა რიკა, სამხრეთ კორეა, გერმანია, ტუნისი, პანამა, სენეგალი, პოლონეთი;

12 მლნ. დოლარი – პორტუგალია, არგენტინა, მექსიკა, იაპონია, ესპანეთი, დანია, შვეიცარია, კოლუმბია;

16 მლნ. დოლარი – ურუგვაი, ბრაზილია, რუსეთი, შვედეთი;

22 მლნ. დოლარი – ინგლისი;

24 მლნ. დოლარი – ბელგია;

28 მლნ. დოლარი – ხორვატია;

38 მლნ. დოლარი – საფრანგეთი.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები