ჩოგბურთი

 2018/31/10 21:11

ჩოგბურთი
ნადალმა ვერ ითამაშა, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ჯოკოვიჩია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დღეს პარიზის მასტერსის მეორე რაუნდში, პირველ ნომრად განთესილი რაფაელ ნადალი ფერნანდო ვერდასკოს უნდა შეხვედროდა, თუმცა, ტრავმის გამო, ნადალმა ვერ ითამაშა. მის მაგივრად კი, მალეკ ჯაზირი იასპარეზებს.

ნადალმა პრესკონფერენციაზე მისი ტრავმის შესახებ ისაუბრა:

პარიზში რამდენიმე დღით ყოფნა და ამ ბიჭებთან ერთად ვარჯიში შესანიშნავი იყო. ამით სიამოვნებას ვიღებდი და გასულ კვირასთან შედარებით, უკეთ ვარ. თუმცა, უკანასკნელ დღეებში მუცლის ტკივილი დამეწყო, განსაკუთრებით, როდესაც ვაწვდიდი. ექიმთან ვიყავი, რომელმაც მირჩია, არ მეთამაშა, რადგან შეიძლებოდა ვითარება გაუარესებულიყო, რაც ნამდვილად არ მსურს. 

შესაბამისად, რაფაელ ნადალს 180 სარეიტინგო ქულა დააკლდა და ადგილი ნოვაკ ჯოკოვიჩს გაუცვალა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები