ჩოგბურთი

 2019/09/06 20:21

ჩოგბურთი
ნადალის დომინაცია გრძელდება!
ავტორი
სულხან არჯევანიძე

რაფაელ ნადალი როლან გაროსის 12-გზის ჩემპიონია! შარშანდელის მსგავსად, ნადალმა ფინალში დომინიკ ტიმი დაამარცხა.

„თიხის მეფე“ ფინალში არ აგებს. ნადალმა საფრანგეთის ღია პირველობაზე ფინალში 12-ჯერ იასპარეზა და ყველა მოიგო. მეტიც, ხუთი სეტი არც ერთში უთამაშია.

პირველი სეტი 9 გეიმისგან შედგებოდა, მაგრამ თითოეულ გათამაშებაში დიდი ბრძოლა იყო. ტიმი ბრეიქით დაწინაურდა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა და 3:6 დამარცხდა.

მეორე სეტს საპირისპირო ხასიათი ჰქონდა. მოთამაშეები ჩაწოდებებს უმარტივესად იგებდნენ და გადამწყვეტი ქულა საჭირო არ გამხდარა. საინტერესოა, რომ მთელ სეტში, რაფას ბრეიქ ფოინთი არ ჰქონია. ესპანელი ტაი-ბრეიქში სეტში დასარჩენად აწვდიდა, მაგრამ ტიმმა დააბრეიქა და ანგარიში გაათანაბრა – 7:5.

ამან ნადალი „განარისხა“ და მეტოქე აღარ დაინდო. ორივე სეტში ერთნაირი ანგარიშით (6:1, 6:1) იმარჯვა და ტიტულს მე-12-დ დაეუფლა. ესპანელს როლან გაროსზე 93 გამარჯვება და მხოლოდ 2 მარცხი აქვს. 

3 საათს გაგრძელებულ შეხვედრაში 198 ქულა გათამაშდა, საიდანაც ესპანელმა 116 მოიგო. 

ნადალმა ქულები დაიცვა და განახლებულ რეიტინგში მე-2 პოზიციას შეინარჩუნებს, ხოლო დომინიკი ისევ მეოთხეა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები