ესპანეთი

 2019/12/09 18:54

ესპანეთი
ნადალი-ფედერერის შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“?
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მადრიდის რეალის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს, რაფაელ ნადალისა და როჯერ ფედერერის შეხვედრის ჩატარება „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სურს. ცნობილი სტადიონი, 84.044 გულშემატკივრის ტევადობით, რომელიც საჩოგბურთო მატჩზე დასწრების მხრივ რეკორდს მოხსნის. აქამდე ყველაზე მეტი გულშემატკივარი (35.681) 2010 წელს ბრიუსელში, სერენა უილიამსისა და კიმ კლისტერსის დაპირისპირებას დაესწრო.

მადრიდში შესაძლო თამაშის ჩატარების ინფორმაციას ABC ავრცელებს, რომელსაც ფლორენტინო პერესმა თავისი იდეა შესთავაზა, სადაც განაცხადა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ რაფაელ ნადალისა და როჯერ ფედერერის მატჩის ჩატარება სურს.

თუმცა, მსგავსი იდეა ახალი არაა. 2012 წელს ნადალს დასწრების მხრივ, სარეკორდშო შეხვედრის ჩატარება ნოვაკ ჯოკოვიჩთან, ამავე მოედანზე სურდა. სამწუხაროდ, ესპანელმა მუხლის ტრავმა მიიღო და შეხვედრაც არ გაიმართა.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ შესაძლო ჩასატარებელ მატჩამდე, ყველა დროის ორი გამორჩეული ჩოგბურთელი ერთმანეთს 7 თებერვალს, კეიპ თაუნში, 55 ათას ადგილიან კორტზე შეხვდება, რითაც რეკორდის დამყარებაა შესაძლებელი. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები