ჩოგბურთი

 2019/07/09 15:32

ჩოგბურთი
ნადალი და მედვედევი ფინალში არიან
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ამერიკის ღია პირველობა დასკვნით ფაზაშია. ვაჟთა თანრიგის ნახევარფინალში რაფაელ ნადალმა და დანილ მედვედევმა ძალიან მარტივად იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.

მედვედევმა გრიგორ დიმიტროვის ბარიერი დაძლია. პირველ სეტში მოთამაშეებმა მოწოდებები გაცვალეს და გამარჯვებულის ვინაობა ტაი-ბრეიქში გადაწყდა. 7 მინი-ბრეიქის ფონზე რუსმა 7:5 იმარჯვა. მეორე სეტიც ბრეიქებით დაიწყო. მოთამაშეებმა 2-2 ჩაწოდება გაცვალეს, ხოლო მიწურულს მედვედევმა ბულგარელს მესამე ჩაწოდებაც წაართვა და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა – 6:4. დასკვნით სეტში მანვე ერთი ბრეიქი იკმარა და დიდი სლემის ფინალში პირველად იასპარეზებს – 6:3. 

ესპანელ მატადორს შედარებით მარტივი მეტოქე ჰყავდა, მაგრამ პირველი სეტი საბრძოლო გამოდგა. ნადალის ჩაწოდებაზე ბრძოლა არ ყოფილა, თუმცა, მატეო ბერეტინისაზე ესპანელს გამოუყენებელი 6 ბრეიქ ფოინთი ჰქონდა. ტაი-ბრეიქი იტალიელმა შესანიშნავად დაიწყო და 5:2 დაწინაურდა. მასვე ორი სეთ ფოინთი ჰქონა, მაგრამ კლასმა თავისი ქნა და ნადალმა 8:6 იმარჯვა. იტალიელს ბრეიქის შანსი არც დარჩენილ დროში ჰქონია. სამაგიეროდ, ნადალმა მეორე სეტში მეოთხე ცდით დააბრეიქა (6:4), ხოლო მესამეში 3 ბრეიქი შეასრულა – 6:1. აღსანიშნავია, რომ ნადალმა საკუთარ ჩაწოდებაზე 75 ქულიდან 62 მოიგო, ხოლო ბერეტინიმ – 118-დან 69. 

მედვედევი და ნადალი ერთმანეთს მეორედ შეხვდებიან. პირველადაც ერთმანეთს ფინალში გადაეკვეთნენ. გასულ თვეს ისინი მონრეალის მასტერსის ფინალში შეხვდნენ, სადაც ესპანელმა ორ სეტში (6:3, 6:0) იმარჯვა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები