ევროტურნირები

 2018/26/04 07:03

ევროტურნირები
ნაადრევი ფინალი ევროპა ლიგაზე
ავტორი
ტატო ნიკურაძე

დღეს ლონდონი ევროპა ლიგის ნახევარფინალს უმასპინძლებს. ნაადრევი ფინალი –შეიძლება ასეც ეწოდოს ლონდონის არსენალისა და მადრიდის ატლეტიკოს ნახევარფინალურ დაპირისპირებას.  არც ერთ კლუბს აქვს,  შემადგენლობის მხრივ, პრობლემები და ორივე გუნდი მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. არსენალმა, ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ყველაზე მეტი – 29 გოლი გაიტანა. არსენ ვენგერის გუნდის ერთადერთი შანსი, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე საასპარეზოდ, აღნიშნული ტურნირის მოგებაა. 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე განცდილი კრახის შემდეგ, „როხიბლანკო“ ევროპა ლიგაზე გადმოერთო. დიეგო სიმიენოს გუნდმა აღნიშნულ ტურნირზე ბოლო 26 მატჩიდან 22-ის მოგება შეძლო.

მეოთხედფინალში არსენალმა მოსკოვის ცესკა დამაჯერებლად დაამარცხა, ატლეტიკომ კი ლისაბონის სპორტინგს სძლია.

ეს კლუბები აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრიან.

არსენალის და ატლეტიკოს დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით, 23:05 საათზე დაიწყება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები