ლეგიონერები

 2019/06/05 00:33

ლეგიონერები
MVP შენგელია – ბასკონიას ზედიზედ მეექვსე გამარჯვება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ლიგა ენდესას 30-ე ტურში ბასკონიამ მანრესა მიიღო. დედის დღესთან დაკავშირებით, მასპინძლებმა მაისურებზე დედების გვარები დაიწერეს. შესაბამისად, თორნიკე შენგელიას მაისურზე თევზაძე ეწერა, რამაც ჩვენებურს წარმატება მოუტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

პირველი მეოთხედი უინტერესოდ წარიმართა და მხოლოდ 25 ქულა ჩავარდა – 14:11 მანრესას სასარგებლოდ. მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. მასპინძლებმა ლიდერობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 41:31. მეორე ნახევარში ჰანდიკაპი უფრო გაიზარდა და 18 ქულამდეც ავიდა. ბოლო წუთებში მანრესას შანსი მიეცა და ჩამორჩენაც შეამცირა – 71:82.

„თევზაძემ“ პარკეტზე 25 წუთი დაჰყო, რა დროშიც, 14 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. მან  ექვსივე საშუალო და 5-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

ბასკონიასთვის ეს ზედიზედ მეექვსე გამარჯვება გახლდათ, რითაც მესამე პოზიციას იკავებს. მორიგ ტურში ბექა ბურჯანაძის დელტეკოს ესტუმრება. შეხვედრა 9 მაისს, 23:30 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები