გერმანია

 2019/12/08 12:50

გერმანია
მუკოკო მსოფლიოს იპყრობს!
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

დორტმუნდის ბორუსიას წარმატებულ მომავალს საფრთხე არ ემუქრება, რადგან „ყვითლების“ რიგებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამომავალი ვარსკვლავი, იუსუფა მუკოკო ირჯება.

14 წლის ფეხბურთელმა ყურადღება 2 წლის წინ მიიქცია. საგულისხმოა, რომ ის 19-წლამდელებთან ერთად ვარჯიშობდა და სადებიუტო შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

დორტმუნდის U19 ვუპერტალს დაუპირისპირდა და მეტოქე 9:2 გაანადგურა. ცნობისთვის, 2018 წელს მუკოკომ გერმანიის 17-წლამდელთა ჩემპიონატში 28 მატჩში 40 გოლი გაიტანა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები