ძალოსნობა

 2019/13/04 19:00

ძალოსნობა
მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი. ლაშა ტალახაძის მორიგი რეკოდები (VIDEO)
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ბათუმში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ სამი მსოფლიო რეკორდი შემოგვთავაზა. მან ატაცში 218 კგ აიტაცა, ორჭიდში კი აშხაბადის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისივე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა – 260 კგ დაძლია და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. 

ლაშა ტალახაძე ატაცში პირველივე მოძრაობით გახდა ევროპის ჩემპიონი. მეორე ცდაზე კი, მან თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა  და 218 კგ, ზედმეტი პრობლემების გარეშე აიტაცა. მესამე ცდაზე კი, ჩვენმა სპორტსმენმა გამოსვლა აღარ გარისკა და პირველი დისციპლინა 218 კგ-თი დაასრულა. 

რაც შეეხება მეორე ქართველ სპორტსმენს ირაკლი თურმანიძეს, მან სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯერ 195, შემდეგ 201, ბოლოს კი, 206 კგ დაძლია და ვერცხლის მედალს დასჯერდა. მესამე ადგილი სომეც გორ მინასიანს ერგო-200 კგ. 

რაც შეეხება მეორე დისციპლინას ქართველმა ძალოსნებმა აქაც იდეალურად იასპერეზეს. ირაკლი თურმანიძემ ამჯერადაც სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 227, 234, 241 კგ დაძლია და აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ორჭიდის ჯამში კი, ვერცხლი აიღო. 

ლაშა ტალახაძეს აკვრაშიც ორი ცდის გამოყენება დასჭირდა ჩემპიონობისა და მსოფლიო რეკორდისთვის. ქართველმა გოლიათმა 260 კგ დაძლია. ორჭიდის ჯამში კი, მან 478 კგ დააფიქსირა. 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები