ძიუდო

 2019/31/08 15:12

ძიუდო
მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ვერც გურამ თუშიშვილმა დაიცვა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მსოფლიო ჩემპიონების წყევლა სამწუხაროდ დღესაც გაგრძელდა. ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცერთმა მსოფლიო ჩემპიონმა და მათ შორის ვერც გურამ თუშიშვილმა ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, ქართველი ფალავანი იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას დაუპრისპირდა და ოსაეკომით დამარცხდა.

გურამი ნახევარფინალამდე ბრწყინვალედ მივიდა და ნახევარფინალური ბრძოლაც თავიდან კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლოსკენ ჰარასავამ  შეძლო ქართველის ვაზარიზე დაგდება და შემდეგ, მისი შებოჭვაც. 

საბოლოოდ, გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ვეღარ დაიცვა და მხოლოდ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები