ეროვნული ნაკრებები

 2019/30/08 12:22

ეროვნული ნაკრებები
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს მამუკა გორგოძე უბრუნდება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ცოტა ხნის წინ, ქართულ მედიაში რაგბის ქომაგებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა. ჩვენი ინფორმაციით, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს მამუკა გორგოძე უბრუნდება. 

როგორც საქართველოს რაგბის კავშირში აცხადებენ, ქართველი მორაგბის მუნდიალზე თამაშს ფრანგული კლუბი ტულონის პრეზიდენტი მურად ბუჯალალიც დათანხმდა. 

გეტყვით, რომ მამუკა გორგოძემ სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მის ანგარიშზე 71 მატჩი და 26 ლელოა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები