სხვადასხვა

 2019/09/09 22:20

სხვადასხვა
მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში წყვილები დაკომპლექტდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ჩინეთში მიმდინარე საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მეორე რაუნდი დასრულდა და ცნობილია ის გუნდები, რომლებიც 1/4 ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

დღევანდელ სათამაშო დღეს ბევრი რამ გაირკვა. K ჯგუფში საბერძნეთი ჩეხეთს შეხვდა და დიდი ანგარიშით მოგება ესაჭიროებოდა. რამდენიმე სოლიდური უპირატესობის მიუხედავად, ჩეხებმა ბოლომდე იბრძოლეს და მხოლოდ 7 ქულით (77:84) წააგეს, რაც ფლეი-ოფში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. მეორე მატჩში ბრაზილია აშშ-სთან 73:89 დამარცხდა და ბოლო ადგილი დაიკავა.

L ჯგუფში ლიდერების დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა. დამარცხებულს ძალიან რთულ ბადეში მოუწევდა ყოფნა. ამიტომ ორივე ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა. ნამდვილ თრილერში ავსტრალიამ საფრანგეთი 100:98 დაამარცხა. მეორე მატჩში ლიეტუვამ დომინიკის რესპუბლიკას 74:55 სძლია და მესამე ადგილს დასჯერდა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, 1/4 ფინალში შემდეგი წყვილები მივიღეთ: არგენტინა-სერბეთი, აშშ-საფრანგეთი, ესპანეთი-პოლონეთი, ავსტრალია-ჩეხეთი. პირველი დაპირისპირებები ხვალ გაიმართება. 15:00 საათზე არგენტინისა და სერბეთის შეხვედრა ჩატარდება, ხოლო 2 საათში ესპანეთი პოლონეთს შეხვდება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები