ძიუდო

 2019/07/08 01:57

ძიუდო
მსოფლიო ჩემპიონატზე თუშიშვილი VS რინერი არ იქნება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ტოკიოს ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ტედი რინერისა და გურამ თუშიშვილის დაპირისპირებას ვერ ვიხილავთ. 

საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციამ დღეს ოფიციალურად გამოაქვეყნა ტოკიოში წამსვლელ სპორტსმენთა სია და ლეგენდარული ფრანგი მათ სიაში არ არის. შეგახსენებთ, რომ გურამ თუშიშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია და წელს ის ტიტულის დასაცავად იბრძოლებს.

გეტყვით იმასაც, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის სახელით იასპარეზებს წარმოშობით ქართველი ლუკა მხეიძე. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები