ჩოგბურთი

 2019/11/01 16:59

ჩოგბურთი
მოულოდნელი გადაწყვეტილება: ენდი მარი კარიერას ასრულებს
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა, ენდი მარიმ პრესკონფერენცია გამართა. მან განაცხადა, რომ 2019 წელს პროფესიულ კარიერას დაასრულებს. როგორც ცნობილია ამის მიზეზი ტრავმებია. 

– დამალვას არ ვაპირებ, ტკივილი მუდამ მახლავს. ტურნირზე ვითამაშებ, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტკივილს არ ვგრძნობ. ჩემი სურვილია, რომ პროფესიონალური კარიერის უკანასკნელი მატჩი წელს, მშობლიურ უიმბლდონზე ჩავატარო, – განაცხადა მან. 

ცნობისთვის, უკანასკნელი 20 თვის მანძილზე ენდი გამუდმებით ებრძვის ტრავმას, ერთი ოპერაცია გადაიტანა და დიდი ალბათობით, მეორეც მოუწევს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები