ეროვნული ნაკრები

 2019/05/09 19:55

ეროვნული ნაკრები
მოსაგები მატჩი. საქართველო ფრეს დასჯერდა!
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

დღეს თურქეთში საქართველოს ეროვნული გუნდი სამხრეთ კორეას დაუპირისპირდა. ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა მეტოქეს ტოლი არ დაუდეს და რიგ ეპიზოდებში ჯაბნიდნენ კიდეც.

ჩვენებურების მცდელობების მიუხედავად, გოლის გატანა პირველი ტაიმის მიწურულამდე ვერ მოხერხდა.

მე-40 წუთზე ვაკო ყაზაიშვილის გადაცემა ჯანო ანანიძემ გამოიყენა და ტაბლოზე ანგარიში შეცვალა (1:0).

მეორე ტაიმის დაწყებიდან 2 წუთში მეტოქემ წონასწორობა აღადგინა (1:1). მატჩის 85-ე წუთზე სამხრეთ კორეა დაწინაურდა (2:1).

საბოლოო ანგარიში კი, გიორგი ქვილითაიამ დააფიქსირა (2:2). შეგახსენებთ, „ჯვაროსნები“ ევროპის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩს 8 სექტემბერს დანიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები