მსოფლიო ჩემპიონატი 2018

 2018/11/06 02:51

მსოფლიო ჩემპიონატი 2018
ოლივიე ჟირუმ ტრავმა მიიღო
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

8 მაისს, საფრანგეთისა და ამერიკის ეროვნული გუნდების დაპირისპირება შედგა. აღნიშნული შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ტაიმის საწყის წუთებში, „მამლების“ შემტევმა ოლივიე ჟირუმ ტრავმა მიიღო. 

როგორც ირკვევა, ჩელსის თავდამსხმელი ამერიკელთა მეკარეს ცუდად შეეჯახა და ექიმებმა მას თავზე 6 ნაკერი დაადეს. ჯერჯერობით, უცნობია, შეძლებს თუ არა ჟირუ მუნდიალის საწყის ეტაპზე თამაშს. 

შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრალიის, პერუსა და დანიის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები