ჩოგბურთი

 2019/04/07 18:29

ჩოგბურთი
მორიგი ქამბექი არ შედგა, ბასილაშვილი უიმბლდონს დაემშვიდობა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

უიმბლდონის დიდი სლემის ტურნირის მეორე რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილი მორიგ ბრიტანელ ჩოგბურთელს დაუპირისპირდა. მისი მეტოქე მსოფლიოს 61-ე ჩოგანი დანიელ ევანსი იყო.

სამწუხაროდ, ჩვენებურმა 0:3 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა. პირველ სეტში ბასილაშვილი 3:2-ს იგებდა, როდესაც ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო – 3:6.

მეორე სეტში უშანსოდ დამარცხდა. ბრიტანელმა ორი ბრეიქი განახორციელა და 6:2 იმარჯვა. მესამე სეტის სტარტზე ჩვენებურმა ჩაწოდება ისევ დათმო, რის შემდეგაც, 3 მატჩ ფოინთი მოიგერია და უკუბრეიქი გააკეთა. ევანსს მატჩის მოგება ისევ შეეძლო, მაგრამ ნიკამ კარგად ითამაშა და საბოლოოდ, ტაი-ბრეიქიც დაიწყო. ბრიტანელმა ორი მინი-ბრეიქი გააკეთა და შეხვედრა მოიგო – 7:2. 

2 საათსა და 29 წუთს გაგრძელებულ შეხვედრაში 211 ქულა გათამაშდა, საიდანაც ბასილაშვილმა მხოლოდ 93 მოიგო. მარცხის მიუხედავად, ქართველი ჩოგბურთელი ლაივ ცხრილში სარეკორდო, მე-15 პოზიციას იკავებს, მაგრამ მისი დაკარგვის საფრთხე დიდია. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები