ხელბურთი

 2019/10/06 19:58

ხელბურთი
მორიგი მარტივი გამარჯვება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მორიგი მარტივი გამარჯვება მოიპოვა და ფლეი-ოფს უფრო მიუახლოვდა.

ამჯერად, ჩვენი ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდა და 20 ბურთით მოუგო. ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელიც 18:7 მოვიგეთ. მეორე ნახევარში სიტუაცია არ შეცვლილა, სხვაობა უფრო გაიზარდა და საქართველომ ცხრილში მეექვსე ქულა მოიპოვა – 37:17.

ნიკოლა მაქსიმოვიჩის შეგირდები პირველ ადგილს ინარჩუნებენ. დარჩენილ ორ ტურში უშუალო კონკურენტებს შევხვდებით. 12 ივნისს, 18:00 საათზე, ჩვენი მეტოქე აშშ იქნება, რომელსაც 2 მოგება და 1 მარცხი აქვს. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ფლეი-ოფში გავა და პირველობისთვის იბრძოლებს. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები