სხვადასხვა

 2019/04/07 13:55

სხვადასხვა
მოქმედი ჩემპიონი ტიტულს ვეღარ დაიცავს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

კოპა ამერიკაზე მეორე ფინალისტის ვინაობა გამოვლინდა. ნახევარფინალში მოქმედი ჩემპიონი ჩილე პერუს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.

ზედიზედ ორი ჩემპიონობის შემდეგ, რუედას შეგირდებს ტიტულის მესამედ მოგების შანსი ჰქონდათ. ნახევარფინალში ფავორიტებადაც მოიაზრებოდნენ, მაგრამ პერუმ შესანიშნავად ითამაშა. პირველი ნახევარი სრულად მათი იყო. ანგარიში 21-ე წუთზე ანდრე კარილიომ გახსნა, რასაც 7 წუთში მეკარის უხეში შეცდომა მოჰყვა. არიასმა მარცხენა მცველად თამაში განიზრახა და კარი ცარიელი დარჩა, რის გამოც, იოშიმარ იოტუნმა მეტოქე დასაჯა – 2:0.

მეორე ნახევარში ჩილეს სხვა გზა არ დარჩენოდა და მასირებულ შეტევებზე გადავიდა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი გააწყვეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა პაოლო გერერომ მესამე გოლიც გაიტანა. მოქმედ ჩემპიონს ერთი ბურთის გაქვითვა შეეძლო, თუმცა, არანგისის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ედუარდო ვარგასმა ვერ გამოიყენა – 0:3.

პერუ ფინალშია და ტურნირის მასპინძელ ბრაზილიას დაუპირისპირდება. ეს გუნდები ერთ ჯგუფშიც იყვნენ და „სელესაომ“ მეტოქე 5:0 გაანადგურა. ფინალური დაპირისპირება 7 ივლისს, 23:59 საათზე გაიმართება. მანამდე, ერთი დღით ადრე, 23:00 საათზე, მესამე ადგილისთვის, გასული ორი სეზონის ფინალისტები, არგენტინა და ჩილე იბრძოლებენ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები