1. საიტის შესახებ
SPORT24 არის სპორტული სიახლეების გასაცნობად შექმნილი ვებ-პორტალი.
2. გამოყენების წესი
აღნიშნული გვერდი გთავაზობთ იმ წესებსა და პირობებს, რომლის შესაბამისადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ვებ-გვერდი, როგორც დარეგისტრირებულმა, ისე არადარეგისტრირებულმა მომხმარებელმა.
გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე, გაეცნოთ მითითებულ წესებსა და პირობებს. SPORT24-ის გამოყენებით მომხმარებელი ეთანხმება იმ წესებსა და პირობებს, რომლებიც აღწერილია ქვემოთ წარმოდგენილ ტექსტში. ისინი შესაძლოა დროდადრო შეიცვალოს, შესაბამისად, საჭიროა, რეგულარულად გადაამოწმოთ. თუ არ ეთანხმებით მოცემულ წესებსა და პირობებს, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებისაგან.
3. საავტორო უფლბები
ა) ჩვენ ვართ მფლობელები ან გვაქვს ლიცენზია ყველა ინტელექტუალურ საკუთრებაზე, აღნიშნული საიტის ფარგლებში. ნამუშევრები დაცულია საავტორო უფლებების შესახებ არსებული შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით. როგორც ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებელმა, ინფორმაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ან შეინახოთ მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის, არაკომერციული მიზნებისთვის. მასალის ნებისმიერი კომერციული მიზნით გამრავლება ან გავრცელება, ჩვენთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, აკრძალულია.
ბ)თქვენ არ გაქვთ უფლება შეცვალოთ ნებისმიერი მასალის როგორც ბეჭდური, ასევე ციფრული ასლი, რომელსაც ჩამოტვირთავთ ან ამობეჭდავთ. ასევე, თქვენ არ გაქვთ ილუსტრირების უფლება ფოტოების, ვიდეოებისა თუ აუდიო ჩანაწერებისა, რომელზეც ვრცელდება ჩვენი საავტორო უფლებები.
გ) ჩვენი სტატუსი, როგორც ნაშრომების ავტორებისა, ყოველთვის უნდა იყოს აღიარებული და დადასტურებული.
დ) იმ შემთხვევაში თუ ჩვენი საიტიდან ნებისმიერი სახის მასალას (ვიდეო, ფოტო, აუდიო, წერილობითი ტექსტი და ა.შ.) გაავრცელებთ, საიტი უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის უწყებებს და ამასთან, აგიკრძალოთ ჩვენი საიტის გამოყენების უფლება.
ე) ნებისმიერი სხვა სასაქონლო ნიშანი, რომელიც გამოყენებული იქნება ჩვენს საიტზე, შესაბამისი მფლობელების ინტელექტუალური საკუთრებაა.
4. გამოყენების უფლება
ნებისმიერ პირს შეუძლია ისარგებლოს ჩვენი ვებ-გვერდით კანონით გათვალისწინებული წესების ფარგლებში. თქვენ არ შეგიძლიათ ისარგებლოთ აღნიშნული ვებ-გვერდით:
ა) თუ სარგებლობისას დაარღვევთ შიდასახელმწიფოებრივ თუ საერთაშორისო კანონმდებლობას ან რეგულაციას.
ბ) მიზნით, რომ დააზიანოთ ან შეაფერხოთ მისი მუშაობა.
გ) თუ თქვენი სურვილია, დაწეროთ ან ატვირთოთ ისეთი მასალა თუ წერილობითი ტექსტი, რომელიც ეწინააღმდეგება აღიარებულ წესებსა და კანონებს ან შეესაბამება ჩვენი საიტის თემატიკას.
დ) თუ თქვენი სურვილია დაწეროთ ან ატვირთოთ ისეთი მასალა თუ წერილობითი ტექსტი, რომელიც ხელს უწყობს სხვა გამავრცელებელი მედია საშუალებების გაცნობასა თუ გავრცელებას.
განმარტება:
1. სიტყვა „თქვენში“ იგულისხმებით თქვენ, SPORT24-ის მომხმარებელი, როგორც რეგისტრირებული, ასევე არარეგისტრირებული.
2. სიტყვა „ჩვენში“ იგულისხმება SPORT24-ის ადმინისტრაცია.
3. სიტყვა „ვებ-გვერდიში“ იგულისხმება SPORT24.GE.
SPORT24 -ის ადმინისტრაცია მადლობას გიხდით ჩვენი საიტით სარგებლობისათვის!