ესპანეთი

 2018/14/11 21:13

ესპანეთი
მოლაპარაკება დაწყებულია: ალექსის სანჩესი ბარსელონამ „შეიძულა“
ავტორი
გოგა წურწუმია

El Chiringuito-ს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი, ალექსის სანჩესი, შესაძლოა, მადრიდის რეალში გადაბარგდეს. როგორც ცნობილია, „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელები 29 წლის ჩილელით უკმაყოფილოები არიან. 

სანჩესი კატალონიის ბარსელონას ღირსებას იცავდა და შეიძლება ითქვას, რომ კარგი სეზონებიც ჰქონდა, თუმცა, ახლა ის „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრების რიგებშია და საკუთარ შესაძლებლობებს სანახევროდაც ვერ ავლენს. 

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვის შემდეგ, მადრიდის რეალში ახალი 7-იანი მარიანო დიაზია, რომელიც შთამბეჭდავი თამაშის ჩვენებას ვერ ახერხებს. „ლოს ბლანკოსი“ მზადაა, სანჩესი ლა ლიგაში დააბრუნოს და შანსი მისცეს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები