ფარიკაობა

 2018/25/07 22:58

ფარიკაობა
მოფარიკავეთა ნაკრების ისტორიული შედეგი!
ავტორი
დევიდ ბეტი

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ხმლით მოასპარეზე გუნდურ შეჯიბრზე, საქართველოს ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ნაკრები (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია) მესამე ადგილისათვის ბრძოლაში უნგრეთთან ანგარიშით – 36-45 დამარცხდა. 
საქართველოს ხმლით მოასპარეზე ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა და ტაილანდის 45-20 დამარცხების შემდეგ, მსოფლიო რეიტინგის მეხუთე (აშშ 45-38) და მეოთხე (ირანი 45-37) ნაკრებებს დამაჯერებლად მოუგო. ჩვენი ბიჭები მხოლოდ მსოფლიოს პირველ (სამხრეთ კორეა 34-45) და მესამე (უნგრეთი 36-45) გუნდებთან დამარცხდნენ... 

FIE-ს გუნდურ რეიტინგში, საქართველო სამი პოზიციით დაწინაურდა და მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. შეგახსენებთ, ჩვენი ნაკრების მიზანი 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრაა.

 

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები