იტალია

 2019/06/08 15:44

იტალია
მოდელობის სურვილი...
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

პორტუგალიის ნაკრებისა და იუვენტუსის ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მედიასთან საინტერესო კითხვებს უპასუხა.

საუკეთესო გოლი?

კარიერაში 700 გოლი მაქვს გატანილი და გამორჩევა გამიჭირდება. ყველა გოლი ლამაზია, რომელიც წლების განმავლობაში გამიტანია.

რომელ ფეხბურთელთან ითამაშებდით?

ძალიან ბევრთან, მაგრამ განსაკუთრებით, ეუსებიოსთან, რომელიც უკვე გარდაიცვალა. ის პორტუგალიის სიმბოლო იყო.

რომელ პროფესიას შეისწავლიდით?

მსახიობობა და მოდელობა მინდოდა. ნიჭი არ მაქვს, მაგრამ მთავარია, შრომა და მონდომება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები