თავისუფალი

 2018/10/04 18:59

თავისუფალი
მოჭიდავეები დონაციის აქციას შეუერთდნენ
ავტორი
ნინო ახობაძე

7 აპრილს, ბორჯომის სასტუმრო  „ოლიმპში“ შეკრებილმა თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა, მონაწილეობა მიიღეს სისხლის დონაციის აქციაში: – „გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“. აქცია მიზნად ისახავს,  ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლის გაცემას.


დონაციას ასევე შეურთდნენ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი  მწვრთნელი  გიორგი იანტბელიძე, ზურაბ
ჭიღლაძე და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რევაზ ლაშხი.

საქართველოს ნაკრების გარდა, აქციაში მონაწილეობა მიიღეს შეკრებაზე მყოფმა უკრაინის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა  ნაკრების წევრებმა მურაზ მჭედლიძემ და დანილო კარტავიმ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები