ეროვნული ნაკრებები

 2019/31/08 23:00

ეროვნული ნაკრებები
მილტონ ჰეიგი: მე და ჩემი ოჯახი თავს ქართველებად ვთვლით.
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მილტონ ჰეიგმა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ბოლო საშინაო შეხვედრა შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და 10:44 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და საქართველოში გატარებული 8 წლის შემდეგ, ქართველ გულშემატკივრებს დაემშვიდობა. 

– რა თქმა უნდა, მესმის, რომ გულშემატკივრები ცოტა გულნატკენები არიან. ჩვენც ანალოგიურს ვგრძნობთ. პირველ 30 წუთში საშინელი თამაში ვაჩვენეთ და შეიძლება ითქვას თავიდანვე წავაგეთ თამაში. ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ მეტი დისციპლინა გვმართებს. 

მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ ასეთ ტემპში მოგვიწევს თამაში, როგორსაც დღეს შოტლანდია თამაშობდა და ამას უნდა მივეჩვიოთ. 

ეს მატჩი დროულად უნდა დავივიწყოთ და უკვე მომდევნო მატჩისთვის უნდა დავიწყოთ ფიქრი. ჩვენი მთავარი საფიქრალი მსოფლიო ჩემპიონატია. უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ

საქართველოში 8 წელი გავატარე და როგორც მწვრთნელმა დიდი გამოცდილება მივიღე და ძალიან გავიზარდე. რვა წელი არ არის პატარა დრო,  როდესაც ერთ ქვეყანაში ცხოვრობ. მე და ჩემი ოჯახი თავს ქართველებად და ამ ქვეყნის შვილებად ვთვლით. დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივრებს ყველაფრისთვის.  საქართველოში გატარები პერიოდი არასდროს დამავიწყდება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები