ეროვნული ნაკრებები

 2018/08/11 22:30

ეროვნული ნაკრებები
მილტონ ჰეიგი: ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა იტალიასთან ისტორიული მატჩის წინ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ისტორიული შანსია და აუცილებლად უნდა გამოიყენონ.

- გვეძლევა მშვენიერი შესაძლებლობა, მთელს სარაგბო სამყაროს და განსაკუთრებით ექვს ერში გადაწყვეტილებების მიმღებებს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ქართულმა რაგბმა დიდი პროგრესი განიცადა. ჩვენ კარგად ვიცით და გააზრებული გვაქვს, რომ შაბათს ფავორიტები არ ვიქნებით, მაგრამ ადრეც მითქვამს და განვმეორდები - ასე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობთ ! იტალია ძალიან ძლიერი, პირველი ეშელონის სარაგბო ერია, რომელსაც ზურგს ძალიან დიდი სარაგბო ისტორია უმაგრებს, საქართველო კი „უბანში ახლად გადმოსული ბიჭია“, რომელსაც თავისი ისტორიის შექმნა უნდა! წინ უდაოდ დიდი ბრძოლა გველის, მაგრამ ჩვენ ხომ სწორედ ბრძოლაში ვართ ბედნიერნი!

 

RUGBY.GE



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები