ეროვნული ნაკრებები

 2019/09/02 22:22

ეროვნული ნაკრებები
მილტონ ჰეიგი: ახალგაზრდა მოთამაშეები უკვე ძირითადში შემადგენლობაშიც მაღალ დონეზე თამაშობენ
ავტორი
ტატო ნიკურაძე

2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს  ნაკრებმა  უშუალო კონკურენტ რუმინეთთან გამარჯვებით დაიწყო. მილტონ ჰეიგის გუნდმა მეტოქე 18:9 დაამარცხა. 

ამ გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

 – პირველ ტაიმში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვსურდა, თუმცა, შესვენების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები არა მარტო შეცვლაზე შესვლისას, არამედ, უკვე ძირითადშიც ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ. ეს იყო ყველაზე რთული მატჩი ამ ტურნირზე, მაგრამ კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და ხვალიდან ესპანეთთან თამაშისთვის მოვემზადებით. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები