ეროვნული ნაკრებები

 2019/27/08 22:02

ეროვნული ნაკრებები
მილტონ ჰეიგი: დიდი ხნის უთამაშებლობამ მატჩზე გავლენა იქონია
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელშიც ჩვენმა გუნდმა სამხრეთაფრიკულ საუზერნ ქინგსს უმასპინძლა და დასკვნით 10 წუთში 24:20 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

– მერაბ შარიქაძის ტრავმა არცთუ ისე სერიოზულია. ის თავს კარგად გრძნობს. უბრალოდ, წინ მსოფლიო ჩემპიონატი გველის და მისი მოედანზე დატოვება აღარ გავრისკეთ. თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს გუნდს მარტის შემდეგ არ უთამაშია და ამდენხნიანი პაუზის შემდეგ, პირველი თამაშის ჩატარება ყოველთვის რთულია. 

რაც შეეხება მოსამზადებელ პროცესს. წინა მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, იაპონიაში ფიზიკური, მენტალური, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, გაცილებით უკეთ მომზადებულნი მივდივართ. 

არ ვამბობ, რომ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პირველი მატჩის ფონზე, ნორმალური თამაში ვაჩვენეთ. 

ყველას კარგად მოგეხსენებათ, შოტლანდია რა დონის გუნდიცაა. რა თქმა უნდა, ფავორიტია, მაგრამ თავს არ დავზოგავთ. შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებასაც არ გამოვრიცხავ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები