ჩოგბურთი

 2018/29/10 14:57

ჩოგბურთი
მილმანი დამარცხებულია, წინ ანდერსონია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ნიკოლოზ ბასილაშვილმა პარიზის მასტერსი კარგად დაიწყო. ჩვენებურის მეტოქე მსოფლიოს 35-ე ჩოგანი, ჯონ მილმანი იყო. 

ნიკამ პირველივე გეიმში დააბრეიქა, თუმცა, მე-4 გეიმში ავსტრიელმა ჩაწოდება დაიბრუნა. გადამწყვეტი ბრეიქი კვლავ ჩვენებურს ეკუთვნის. მან მეტოქეს ჩაწოდება მე-7 გეიმში წაართვა და სეტი მშვიდად მოიგო – 6:4.

მეორე სეტი აღარ გაიმართა, რადგან მილმანმა შეხვედრა ვეღარ გააგრძელა და დანებდა. 

ამ გამარჯვებით, ნიკას 22 სარეიტინგო ქულა დაემატა და ლაივ ცხრილის მიხედვით, მორიგ სარეკორდო ნიშნულს მიაღწია – 20.

ბასილაშვილის მორიგი მეტოქე კევინ ანდერსონი იქნება, ვინც ვენის ტურნირზე 2:1 დაგვამარცხა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები