იტალია

 2018/23/05 06:12

იტალია
მილანის უარი ლივერპულს. დონარუმა „გაძვირდა“
ავტორი
გოგა წურწუმია

Mediaset Premium-ის ინფორმაციით, მილანის ხელმძღვანელობა ჯიჯი დონარუმას ლივერპულში არ გაუშვებს. წყაროს ცნობით, „მერსისაიდული“ გრანდის მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ახალგაზრდა კიპერისთვის 35 მილიონი ფუნტი გამოყო. 

„როსონერის“ წარმომადგენლებმა „წითლებს“ შემოთავაზება დაუწუნეს და 19 წლის მეკარეში გაორმაგებული თანხა მოითხოვეს. უარის შემდეგ, ზღვისპირელებმა ჯანლუიჯი ბუფონისკენ აიღეს გეზი, თუმცა, ეს უკანასკნელი, ფრანგულ პსჟ-ს უახლოვდება. 

შეგახსენებთ, დონარუმა მილანის აღზრდილია და სერია ა-ში 100 მატჩი დაუგროვდა. დიდი ალბათობით, „შავ-წითლების“ კიპერი კლუბს დატოვებს, რადგან გულშემატკივრების გული შარშანდელი გადაწყვეტილების (წასვლის შესახებ)  შემდეგ, ვერაფრით მოიგო.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები