იტალია

 2018/07/05 13:03

იტალია
მილანი კალინიჩს ვერ ეგუება, გატუზოს მორატა სურს
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

Milannews.it-ის ინფორმაციით, როსონერი ზაფხულში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. წყაროს ცნობით, ლომბარდიული გრანდის მესვეურები კლუბიდან ბევრი ფეხბურთელის გაშევბას აპირებენ და მათ ნაცვლად, ზაფხულში გუნდი ახალ სახეებს წარადგენს. 

როგორც ირკვევა, მილანი არისტოკრატების ესპანელი შემტევით, ალვარო მორატათია დაინტერესებული, რომელიც ამჟამინდელ კლუბში ბედნიერი არ არის და წასვლის სურვილიც გამოთქვა. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული ტრანსფერი, ჯერჯერობით, არც ერთ მხარეს დაუდასტურებია.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მორატამ 29 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლის გატანა შეძლო. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები