ძიუდო

 2019/03/06 10:39

ძიუდო
მიხეილ ბექაური ევროპის თასის გამარჯვებულია
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ავსტრიის ქალაქ ლაიბნიცში დასრულდა ევროპის თასის გათამაშება ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის. საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა აღნიშნულ ტურნირზე გამოსვლა ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 

ტურნირის გამარჯვებული -90 კგ-ში მიხეილ ბექაური გახდა. ფინალურ ორთაბრძოლაში მან იაპონელი კოსუკე მაშიამა დაამარცხა. ბრინჯაოს  მედლის მფლობელები კი,  დიმიტრი გოჩილაიძე (-90 კგ), ილია სულამანიძე (-100 კგ) და საბა ინანეიშვილი გახდნენ (+100 კგ). 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები