ესპანეთი

 2019/14/09 12:50

ესპანეთი
მეტოქის საჯარიმოში ჩასული ზიდანი ბებემ დასაჯა (VIDEO)
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში რაიო ვალეკანო რასინგს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. სტუმართა კარში ზინედინ ზიდანის ვაჟი, ლუკა ზიდანი იდგა. 

შეხვედრა ძალიან უხეში გამოვიდა და არბიტრმა ორივე გუნდი კაცნაკლული დატოვა. მასპინძლებმა ანგარიში მე-17 წუთზე საველიჩის გოლით გახსნეს. რის შემდეგაც, მეორე ბარათი ჯერ რაიოს მცველმა პასკუალმა მიიღო, ხოლო 4 წუთში ამავე სიტუაციაში რასინგის ნახევარმცველი, არისტოტე ნკაკა აღმოჩნდა.

მეორე ნახევარში რასინგს პენალტით ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ აბდულ კარიმ იოდამ ვერ გაიტანა. ბოლო წუთებში კუთხურის დროს, ქულის გადარჩენის მიზნით, მეტოქის საჯარიმოში ლუკა ზიდანი ჩავიდა. ამის მიუხედავად, გუნდს ვერ უშველა, ხოლო სწრაფ შეტევაში გადასულ რაიოს ცარიელი კარი დახვდა, რომელშიც ბებეს გოლის გატანა არ გასჭირვებია – 2:0. 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები