ეროვნული ნაკრებები

 2018/04/09 21:25

ეროვნული ნაკრებები
მეტ ჯენინგი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ესპანური ბასკონიას ამერიკელმა კალათბურთელმა, მეტ ჯენინგმა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებულ შესარჩევ მატჩებში, ჩვენი ქვეყნის ნაკრების მაისურით ითამაშებს.

გეტყვით, რომ ჯენინგი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და ეროვნულ გუნდთან ერთად, ვარჯიში დაიწყო. დავძენთ, რომ 30 წლის მცველმა ევროპული კარიერა 2012 წელს დაიწყო, როდესაც მონტეპასკიში ჩაირიცხა. ის ბასკონიაში 2015 წლიდან ირჯება, სადაც ქართველი ლეგიონერი, თორნიკე შენგელია ასპარეზობს. 

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მსოფლიო პირველობის მე-2 ჯგუფურ ეტაპში 13 სექტემბერს ჩაებმება და პირველ მატჩს  თელ-ავივში, ისრაელის წინააღმდეგ გამართავს, 16-ში კი, თბილისში საბერძნეთს დაუხვდება.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები