ნაკრებები

 2019/07/07 23:55

ნაკრებები
მესის სანაკრებო დისკვალიფიკაცია ემუქრება?
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ლიონელ მესი, შესაძლოა, ორწლიანი სანაკრებო დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. ამის შესახებ, ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს. ფეხბურთის არგენტინელ მეგავარსკვლავს კონმებოლი ორგანიზაციის კორუფციაში დადანაშაულებაში სდებს ბრალს. 

თუ კონმებოლი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მესი მომავალ წელს არგენტინაში დაგეგმილ კოპა ამერიკაზე ვერ ითამაშებს. 

გეტყვით, რომ არგენტინის ნაკრებმა ჩილეს ძლევით, მიმდინარე კოპა ამერიკაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველ ნახევარში მესი გარი მედელთან ინციდენტის გამო, მოედნიდან გააძევეს, რის შემდეგაც, ის მოედანზე არ გამოჩენილა. 

არგენტინელმა არც კუთვნილი მედალი აიღო, რადგან მისი თქმით, არ სურს, ამ კორუფციის ნაწილი გახდეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები