ესპანეთი

 2018/23/05 05:58

ესპანეთი
მესიმ „ოქროს ბუცი“ მეხუთედ მოიგო
ავტორი
გოგა წურწუმია

არგენტინის ნაკრებისა და კატალონიის ბარსელონას შემტევმა ლიონელ მესიმ „ოქროს ბუცი“ მეხუთედ მოიგო. სამხრეთ ამერიკელმა მიმდინარე სეზონში 36 მატჩი ჩაატარა და მეტოქე გუნდი 34-ჯერ დაამწუხრა.

აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი გავიდა, რომელმაც ლივერპულის რიგებში 32 გოლი გაიტანა. გეტყვით, რომ ლეო ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. 

„ბლაუგრანას“ ლეგენდამ კუთვნილი ჯილდო სოსიედადთან მატჩის წინ მიიღო. ფეხბურთელს პრიზი ყოფილმა თანაგუნდელმა, ხავიმ გადასცა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები