მსოფლიო ჩემპიონატი 2018

 2018/11/06 12:23

მსოფლიო ჩემპიონატი 2018
მესი, შესაძლოა, ნაკრებიდან წავიდეს
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

არგენტინის ეროვნული გუნდისა და კატალონიის ბარსელონას ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის შემდეგ იქნება ცნობილი. 

 ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის შემდეგ გადაწყდება. ეროვნულ გუნდთან ერთად, 3 ფინალი ვითამაშე და სამწუხაროდ, სამივეში დავმარცხდით, თუმცა, ამ ეტაპამდე გაღწევა ადვილი საქმე არ არის. ადგილობრივ მედიასთან ნაკრებს ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რადგან მათ ნაჩვენები შედეგი არ მოსწონთ. გადავწყვიტე, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ცუდი შედეგის შემთხვევაში, „ალბისელესტე“ დავტოვო, –  განაცხადა მესიმ. 

შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ნიგერიას, ხორვატიასა და ისლანდიას შეხვდება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები