ევროტურნირები

 2019/15/04 22:37

ევროტურნირები
მესი ხვალ ცუდი სტატისტიკის შეჩერებას შეეცდება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ხვალ, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, პირველი ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვევა. კატალონიის ბარსელონა საკუთარ მოედანზე მანჩესტერ იუნაიტედს მიიღებს. პირველი  შეხვედრა მანჩესტერში, ბარსელონას მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით, 1:0 დასრულდა და ხვალინდელ შეხვედრაშიც ერნესტო ვალვერდეს გუნდი უპირობო ფავორიტია. 

ამ მატჩის წინ, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  ლიონელ მესის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში უკვე 6 წელია არ გაუტანია. არგენტინელმა ბოლოს ეს 2013 წელს მოახერხა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ხვალ ლეო ამ უსიამოვნო სტატისტიკის დარღვევას. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები