ესპანეთი

 2019/12/09 18:39

ესპანეთი
მესი: არ ვიცი, ბარსელონამ ნეიმარის დასაბრუნებლად, ყველაფერი თუ გააკეთა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

გასული სატრანფერო ფანჯრის მთავარი თემა ნეიმარის ტრანსფერი იყო, რომელზეც ყველაზე აქტიურად ბარსელონა მუშაობდა. კატალონიელთა კაპიტანს, ლიონელ მესის მიაჩნია, რომ კლუბს ბრაზილიელის დასაბრუნებლად ოდნავ მეტი უნდა გაეკეთებინა. 

ბარსელონამ პარი სენ-ჟერმენს რამდენიმე შეთავაზებით მიმართა. მათ შორის, თანხასთან ერთად, ფეხბურთელსაც თმობდნენ, თუმცა, ფრანგებს მხოლოდ თანხა სურდათ. შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, არგენტინელი ვარსკვლავი Sport-ს ესაუბრა:

ნეიმარის დაბრუნება ძალიან მსურდა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ბარსელონამ მის დასაბრუნებლად, ყველაფერი თუ გააკეთა. თუმცა, პარიზელებთან მოლაპარაკება მარტივი არ არის.

ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია. ამასთან, მისი დამატებით კლუბი უფრო მეტ შემოსავალს მიიღებდა. ვერშეძენით იმედგაცრუებული არ ვარ. ჩვენ დიდებული შემადგენლობა გვყავს, რომელსაც ნეიმარის გარეშეც კი ყველაფრისთვის ბრძოლა შეეძლება.  



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები