ლეგიონერები

 2018/29/11 19:52

ლეგიონერები
მეშვიდე ქართველი „ბარბაროსებში“
ავტორი
ტატო ნიკურაძე

კიდევ ერთი ქართველი მორაგბე ბარბაროსებში“. საქართველოს ნაკრებისა და კარდიფ ბლუზის მარჯვენა ბურჯი, ანტონ ფეიქრიშვილი, მეშვიდე ქართველი მორაგბე იქნება, რომელიც ბარბაროსთა შავ-თეთრ კვართს მოირგებს. 

„ბარბაროსები“  მე-19 საუკუნის მიწურულს დაარსებული კლუბია.  პირველი შეხვედრა 1890 წელს გამართა. მას შემდეგ, ის ყოველწლიურად ერთხელ ან ორჯერ კრებს მსოფლიოს წამყვან მოთამაშეებს. ისინი მუდმივად შავ-თეთრი ფორმებით თამაშობენ. 

ქართველ მორაგბეთაგან, „ბარბაროსების“ რიგებში სხვადასხვა დროს უთამაშიათ: დავით ქუბრიაშვილს, დავით კაჭარავას, გოდერძი შველიძეს, მამუკა გორგოძეს (რომელმაც ამ გუნდის რიგებში, ჯერჯერობით, პირველი ქართული ლელო დაამიწა), დავით ზირაქიშვილს და მიხეილ ნარიაშვილს. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები